Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელების ორ თავდასხმას დღეს ავღანეთში


თვითმკვლელების ორ თავდასხმას დღეს ავღანეთში, სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ 20-ზე მეტი - დაიჭრა.

თვითმკვლელების ორ თავდასხმას დღეს ავღანეთში, სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ 20-ზე მეტი - დაიჭრა.
ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ავტომანქანა ააფეთქა. მის სამიზნეს წარმოადგენდა უცხოეთის სამხედრო-სამოქალაქო ესკორტი. თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ 5 - დაიჭრა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, სროლა, რომელიც 16 ივნისს, ქაბულში, თვითმკვლელის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა, ამერიკელ სამხედროებს წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი. შემთხვევითი გასროლის შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში თვითმკვლელი მოტოციკლით დაესხა თავს სამხედრო ესკორტს. ინციდენტმა, სულ ცოტა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა დაახლოებით 15 ადამიანი.

XS
SM
MD
LG