Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აპირებს მოუხსნას ყველანაირი


შეერთებული შტატები აპირებს მოუხსნას ყველანაირი სანქცია პალესტინის მთავრობას მაშინვე, როგორც კი პალესტინელების პრეზიდენტი

შეერთებული შტატები აპირებს მოუხსნას ყველანაირი სანქცია პალესტინის მთავრობას მაშინვე, როგორც კი პალესტინელების პრეზიდენტი
მახმუდ აბასი დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ განაცხადა ამერიკის გენერალურმა კონსულმა იერუსალიმში ჯაკობ ვოლესმა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი 15-თვიან ემბარგოს უკვე "მომავალი კვირის დასაწყისში" მოხსნის. დროებით მთავრობაში არ იქნებიან "ჰამასის" პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მახმუდ აბასის მიერ გადაყენებულ ძველ მთავრობას მართავდნენ. პრეზიდენტმა აბასმა ძველი მთავრობა მას შემდეგ გადააყენა, რაც კვირის დასაწყისში, "ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორი დაიკავეს. მდინარე იორდანეს მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებათა შენობების დაკავებას 16 ივნისს მახმუდ აბასის "ფათხის" პარტიის მომხრე მებრძოლები ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG