Accessibility links

ქაბულში, პოლიციის ავტობუსში მოწყობილი აფეთქების


ქაბულში, პოლიციის ავტობუსში მოწყობილი აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა,

ქაბულში, პოლიციის ავტობუსში მოწყობილი აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა,
უმეტესწილად პოლიციელები. აფეთქება ქალაქის ხალხით სავსე უბანში მოეწყო. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ზემარაი ბაშარიმ განაცხადა, რომ დაღუპულია 35, დაჭრილია 52 ადამიანი. მისივე თქმით, აფეთქება, როგორც ჩანს, თვითმკვლელმა მოაწყო. თუმცა, ჯერ არ არის ნათელი, მართლაც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო თუ არა აფეთქება: პოლიციის წარმომადგენლების შეფასებით, ერთი ადამიანი ვერ იქონიებდა საკმარის ასაფეთქებელ მოწყობილობა ესოდენ ძლიერი აფეთქების მოსაწყობად. აფეთქება დაგმო ევროკავშირმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ წუხელ 8 თალიბი და 2 პოლიციელი დაიღუპნენ ირანთან ავღანეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მეამბოხეების იერიშის დროს.
XS
SM
MD
LG