Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ქალაქ


პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ქალაქ რამალაჰში გაუძღვა ცერემონიას,

პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ქალაქ რამალაჰში გაუძღვა ცერემონიას,
რომლის დროსაც ერთგულების ფიცი დადო პალესტინელების ახალმა მთავრობამ. ახალ კაბინეტში არ შეუყვანიათ გასამხედროებულ ორგანიზაცია "ჰამასის" არც ერთი წარმომადგენელი. მთავრობას ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი, ეკონომისტი სალამ ფაიადი. პრეზიდენტმა აბასმა დაითხოვა წინა მთავრობა, რომელსაც "ჰამასი" ხელმძღვანელბოდა და საგანგებო მდგომარეობა შემოიღო "ჰამასსა" და მოძრაობა "ფატაჰს" შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო. დღევანდელი ინაუგურაციასთან დაკავშირებით "ჰამასი" აცხადებს, რომ ახალი მთავრობა არ არის კანონიერი. ამჟამად "ჰამასი" ღაზის სექტორს აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG