Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჰუდ


ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჰუდ ბარაკმა დაიკავა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჰუდ ბარაკმა დაიკავა.
ბარაკმა, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამსახურებული სამხედრო სარდალია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ამირ პერეცი. ეს უკანასკნელი არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი ლიბანთან კონფლიქტის დროს დაშვებული შეცდომების გამო. მანამდე პერეცმა ბარაკს დაუთმო შრომის პარტიის ლიდერის პოსტი, როცა შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდა. ბარაკი არ მალავს, რომ თავად სურს, სათავეში ჩაუდგეს მთავრობას, რომელსაც ამჟამად პარტია კადიმას ლიდერი, ეჰუდ ოლმერტი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG