Accessibility links

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გამორიცხა ჰამასთან რაიმე სახის დიალოგი.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გამორიცხა ჰამასთან რაიმე სახის დიალოგი.
ჰამასმა გასულ კვირაში დაიკავა ღაზის სექტორი და ამგვარად აბასი და მისი მომხრეები მხოლოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მისმა ავიაციამ დღეს სარაკეტო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის ჩრდილო ნაწილში. მანამდე ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი შეხვედრას გამართავენ მომავალ კვირაში. თარიღი არ დაუზუსტებიათ. ამასობაში ოლმერტმა განაცხადა, რომ ყადაღას ახსნის პალესტინელთა საგადასახადო შემოსავლებიდან შესულ მილიონობით დოლარს.

XS
SM
MD
LG