Accessibility links

ბირთვული პროგრამის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი


ბირთვული პროგრამის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი კმაყოფილია ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით

ბირთვული პროგრამის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი კმაყოფილია ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით
და ფიქრობს, რომ ფხენიანი მზად არის იონგბიონის ბირთვული რეაქტორის მალეს დასახურად. ამ შინაარსის განცხადება, აშშ-ის წარმომადგენელმა კრისტოფერ ჰილმა გააკეთა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც წინა დღეს ფხენიანს ეწვია. ამ ვიზიტისას, ჰილის თქმით, როგორც აშშ-ის, ისე ჩრდილოეთ კორეის მხარეებმა დაადასტურეს, რომ კვლავაც მხარს უჭერენ თებერვალში მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის მიერ უარის თქმას ბირთვულ პროგრამაზე - მისთვის დახმარების მიწოდების სანაცვლოდ. სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით: [ჰილის ხმა] “მოლაპარაკება ეხებოდა დეტალებს, არსებით საკითხებს და მჯერა, რომ ის ძალიან საჭირო და პოზიტიური იყო”. ექვსმხრივი მოლაპარაკება ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში განახლდება.
XS
SM
MD
LG