Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო


ავღანეთის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო ნატოსა და ამერიკის კოალიციის სამხედროების მიერ ჩატარებული "არაზუსტი"

ავღანეთის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო ნატოსა და ამერიკის კოალიციის სამხედროების მიერ ჩატარებული "არაზუსტი"
ოპერაციები, რომლებმაც, კვირის მანძილზე, 90 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განცხადება 23 ივნისს, ქაბულში გააკეთა და თქვა, რომ "დაუშვებელია" სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით მთავრდება. ჰამიდ კარზაის კომენტარი მოჰყვა 21 ივნისის ფაქტს, როდესაც ჰელმანდის პროვინციაში, ნატოს შეიარაღებული ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად, დაახლოებით 25 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა. "რადიო თავისუფლების" ავღანური სამსახურის ცნობით, ნატოს ძალების სამიზნეს თალიბანის მებრძოლები წარმოადგენდნენ. ამავე შეტევის დროს, დაახლოებით 20 მეამბოხე დაიღუპა. 23 ივნისს კი, სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ღაზნიში ნატოს სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს თალიბანის დაჯგუფების დაახლოებით 20 მებრძოლი.
XS
SM
MD
LG