Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს


ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "შეცვლილი ხელშეკრულების" პროექტს,

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "შეცვლილი ხელშეკრულების" პროექტს,
რომელმაც გაერთიანების კონსტიტუციის პროექტი უნდა ჩაანაცვლოს. შეთანხმება შედეგი იყო 2-დღიანი ინტენსიური დისკუსიისა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე მიმდინარეობდა. ევროკავშირის ლიდერები ცდილობდნენ კომპრომისზე დაეყოლიებინათ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც კენჭისყრის ახალი წესის წინააღმდეგ გამოდიოდა. ვარშავა შიშობდა, რომ "შეცვლილ ხელშეკრულებაში" ინიცირებული ხმის მიცემის წესი შედარებით დიდ ქვეყნებს აძლევდა ხელს. ბოლოს ვარშავა კომპრომისზე წავიდა იმ პირობით, რომ 2017 წლამდე ძალაში კვლავ მოქმედი სისტემა დარჩება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მადლიერებით მოიხსენია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც პოლონეთთან მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა: (ბაროზუს ხმა) "მინდა, რომ მადლობა გადავუხადო კანცლერ მერკელს ყველაფრისთვის, რაც მან ევროპისთვის გააკეთა. მან და მისმა კოლეგებმა იმის გაკეთება შეძლეს, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა რამდენიმე თვის წინათ... ზოგს კი –რამდენიმე დღის წინათაც."
XS
SM
MD
LG