Accessibility links

logo-print

რუსეთისა და იტალიის წამყვანმა ენერგოკომპანიებმა


რუსეთისა და იტალიის წამყვანმა ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ახალი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და

რუსეთისა და იტალიის წამყვანმა ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ახალი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და
რუსეთს ბულგარეთთან დააკავშირებს. პროექტის შესახებ განცხადება 23 ივნისს, რომში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს იტალიური კომპანიის ENI-ის ხელმძღვანელმა პაოლო სკარონიმ და რუსული კონცერნის გაზპრომის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრ მედვედევმა. ხელმოწერის აქტს ესწრებოდნენ იტალიის მრეწველობის მინისტრი პიერლუიჯ ბერსანი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ ხრისტენკო. ვრცელდება ცნობა, რომ გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" რუსულ გაზს სამხრეთ ევროპას ბულგარეთის გავლით მიაწვდის.
XS
SM
MD
LG