Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 ივნისს ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა


24 ივნისს ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავს, ალი ჰასან მაჯიდს,

24 ივნისს ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავს, ალი ჰასან მაჯიდს,
რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის 1988 წელს ეთნიკური ქურთების ამოხოცვაში. ალი ჰასან მაჯიდის ზედმეტსახელია "ქიმიური ალი", რაც მის მიერ ქიმიური, მომწამვლელი გაზის გამოყენების პრაქტიკას უკავშირდება. მას ბრალად ედება გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულებები. სიკვდილით დაისჯება სულთან ჰამიშიც, ანფალის კამპანიის ხელმძღვანელი – მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის, ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ქურთების დეპორტაციის გამო. ერაყის უმაღლესი ტრიბუნალის განაჩენით, ასევე სიკვდილი მიესაჯა ჰუსეინ რაშიდს, ერაყის არმიის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს. მას ბრალად ედება ქურთი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა. სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა სადამ ჰუსეინის კიდევ 2 თანამზრახველს. ხოლო მეექვსე განსასჯელს, მოსულის ყოფილ გუბერნატორს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ბრალდება მოეხსნა. პროკურორების ინფორმაციით, ანფალის კამპანიამ დაახლოებით 180 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG