Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ტაფიკ


პალესტინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ტაფიკ ატ-ტირავის თქმით, ირანმა "დიდი როლი" შეასრულა

პალესტინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ტაფიკ ატ-ტირავის თქმით, ირანმა "დიდი როლი" შეასრულა
ივნისის დასაწყისში ჰამასის დაჯგუფების მიერ ღაზის სექტორის აღებაში. ქალაქ რამალაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტირავმა აღნიშნა ისიც, რომ ჰამასის ათობით წევრი წვრთნას სწორედ ირანში გადიოდა და რომ ირანიდან შემოტანილი იარაღი გამიზნული იყო არა ისრაელის, არამედ პალესტინელების ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის პალესტინელების ლიდერთა მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმართული პირველი ხმამაღალი ბრალდება. თუმცა თეირანის მტკიცებით, ის ჰამასს მხოლოდ "პოლიტიკურ და სულიერ" მხარდაჭერას უცხადებს.
XS
SM
MD
LG