Accessibility links

საქართველომ თავისი ენერგეტიკული პრობლემები უკვე


საქართველომ თავისი ენერგეტიკული პრობლემები უკვე გადაჭრა და ახლა ევროპას ეხმარება,

საქართველომ თავისი ენერგეტიკული პრობლემები უკვე გადაჭრა და ახლა ევროპას ეხმარება,
რაც "საქართველოს მნიშვნელობასაც გაზრდის" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტამბოლში გააკეთა: (სააკაშვილის ხმა) "საქართველოს თავისი წილი უსაფრთხოება უკვე აქვს გარანტირებული. ეს არის აზერბაიჯანული გაზსადენი, ეს არის, დარწმუნებული ვარ, ტრანს-კასპიური მიერთება, ეს არის ის, რაც ეხება ჩვენს ზამთრის მომარაგებას ... და ამ ზამთარში ჩვენ ეს დავამტკიცეთ და კიდევ უფრო მეტად დავამტკიცებთ მომავალ ზამთარში... ჩვენ ჩვენი პრობლემები გადაწყვეტილი გვაქვს... რა თქმა უნდა, რუსეთი ააშენებს სხვადასხვა გაზსადენებს... რა თქმა უნდა, საქართველო ამაში იტამაშებს მნიშვნელოვან როლს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელს არ შეუშლის რუსეთის გეგმა, რომელიც ახალი გაზსადენის "სამხრეთის ნაკადის" მშენებლობას ითვალისწინებს. რუსეთისა და იტალიის წამყვანი ენერგოკომპანიების მიერ ხელმოწერილი პროექტის მიხედვით, გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და რუსეთს ბულგარეთთან დააკავშირებს. სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის - ბისეკის (BSEC) მე-15 საიუბილეო სამიტზე საგანგებოდ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რათა გაზსადენის გეგმასთან დაკავშირებით ბულგარეთისა და საბერძნეთის მხარდაჭერა მოეპოვებინა.
XS
SM
MD
LG