Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი 26 ივნისს სტამბოლში


საქართველოს პრეზიდენტი 26 ივნისს სტამბოლში, ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი 26 ივნისს სტამბოლში, ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სასტუმრო "კონრატში" მიხეილ სააკაშვილის პატივსაცემად საგანგებო კონცერტი გაიმართა. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს მან უწოდა საქართველოს შვილები, რომლებსაც სამშობლო არასოდეს დაივიწყებს. პრეზიდენტმა ისაუბრა თურქეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც საქართველოში დიდი მოცულობის ინვესტიციებს აბანდებენ. სააკაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ქართველები "თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან" და რომ, მისი თქმით, "სადაც არ გაიხედავ, ყველგან არიან ქართველები და ყველგან – ძალიან მაგრად".
XS
SM
MD
LG