Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი ალიანსსა და


ნატოს გენერალური მდივანი ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა შერბილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ნატოს გენერალური მდივანი ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა შერბილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
იაპ დე ჰოოპ სხეფერი მოუწოდებს მხარეებს ერთმანეთთან საუბრისას "ხმას დაუწიონ". განცხადებები ნატოს გენერალურმა მდივანმა 26 ივნისს, მოსკოვში გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ვლადიმირ პუტინთან საუბარს იაპ დე ჰოოპ სხეფერმა
"კონსტრუქციული" უწოდა. თუმცა მოსკოვში გაიხსენა პრეზიდენტ პუტინის უწინდელი "არადიპლომატიური" განცხადება იმის თაობაზე, რომ, თუკი ამერიკის გეგმის მიხედვით ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ევროპაში განთავსდება, რუსეთი თავის რაკეტებს ევროპისკენ მიმართავს. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმის გარდა, ნატოსა და რუსეთს შორის უთანხმოება სხვა საკითხებთან მიმართებითაც არსებობს, იქნება ეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების პარამეტრები თუ კოსოვოს სამომავლო სტატუსი. ძირითადად სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა 26 ივნისს, მოსკოვში, ნატოს გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზეც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი რუსეთსა და ალიანსს შორის არსებული შეუთანხმებელი საკითხების გარშემო. მოსკოვი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას მასპინძლობდა.
XS
SM
MD
LG