Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროტესტი მოჰყვა ბენზინის შეძენაზე


ირანში პროტესტი მოჰყვა ბენზინის შეძენაზე შემოღებულ შეზღუდვას.

ირანში პროტესტი მოჰყვა ბენზინის შეძენაზე შემოღებულ შეზღუდვას.
ნავთობმრეწველობის სამინისტროს განცხადებით, კერძო პირებს თვეში, სულ 100 ლიტრი სუბსიდირებული ბენზინის შეძენა შეეძლებათ. ამ სიახლის შესახებ ცნობილი გახდა წუხელ მის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი კორეპსონდენტების ცნობით, თეირანში წუხელ ცეცხლი წაუკიდეს, სულ ცოტა, ერთ ბენზინგასამართ სადგურს, იუწყებიან ასევე რამდენიმე მაღაზიისა და ბანკის გაძარცვის შესახებ. ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები დადგა. ამასობაში, ახალი ზომა რამდენიმე პარლამენტარმა გააკრიტიკა - საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ზომიერი კურსის მომხრე კანონმდებლებმა ბენზინის შეძენაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG