Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გორდონ


ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გორდონ ბრაუნი დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე,

ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გორდონ ბრაუნი დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე,
მისი დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე, პრემიერ-მინისტრის პოსტს გამოეთხოვა ტონი ბლერი: მან დედოფალს მოახსენა ამ პოსტიდან თავისი გადადგომის შესახებ. დღესვე ბლერი კანონმდებლებს გამოეთხოვა პრემიერ-მინისტრის რანგში თემთა პალატაში ბოლო გამოსვლისას: [ბლერის ხმა] “მართალია ვიცი, რომ პოლიტიკა ბევრ მკვეთრ დაპირისპირებასთან არის დაკავშირეუბლი, მაგრამ ამ სფეროში საქმიანობა მაინც განსაკუთრებით ამაღელვებელია. ზოგჯერ შესაძლოა დაუნდობლობას ვხედავდეთ, მაგრამ უფრო ხშირად საქმე კეთილშობილური მიზნებისაკენ სწრაფვასთან გვაქვს. ყველას, მტერსაც და მოყვარესაც - ყველაფერს კარგს ვუსურვებ! სულ ეს იყო. დამთავრდა”. 54 წლის ბლერთან ოვაციებით გამოსათხოვებლად პარლამენტარები ფეხზე წამოდგნენ, ის შეაქეს პოლიტიკურმა მოკავშირეებმა და მეტოქეებმა.
XS
SM
MD
LG