Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ერთ-ერთი ცენტრალური


ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, პარკ ლეინი, გადაკეტა. მიზეზად სახელდება კიდევ ერთი საეჭვო ავტომანქანის აღმოჩენა.

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, პარკ ლეინი, გადაკეტა. მიზეზად სახელდება კიდევ ერთი საეჭვო ავტომანქანის აღმოჩენა.
29 ივნისს, ოდნავ უფრო ადრე, პოლიციამ ლონდონის ცენტრში მდგარ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. ვრცელდება ცნობა, რომ "მერსედესის" ფირმის ავტომობილიდან, რომელიც პიკადილის ხალხმრავალ მოედანზე იდგა, ასევე ამოღებულია ბენზინის დიდი ოდენობის მარაგი. პოლიციის ცნობით, ნაპოვნ მასალებს შეეძლო სერიოზული მასშტაბის აფეთქება გამოეწვია. ტერორიზმის საქმეთა საგამოძიებო ეროვნული ცენტრის კოორდინატორის პიტერ კლარკის თქმით, ავტომობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევით შენიშნა. ბრიგადამ შენიშნა კვამლი ავტომანქანაში, რის გამოც პოლიციას გამოუძახა. ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია საუბარი ვინმეს პასუხისმგებლობის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, რომელიც ამ პოსტზე 27 ივნისს დაინიშნა, აღნიშნა, რომ დღევანდელი შემთხვევა იმის შეხსენებაა, რომ ბრიტანეთი კვლავაც დგას "სერიოზული საფრთხის" წინაშე: (ბრაუნის ხმა) "ეს ინციდენტი მუდმივი სიფხიზლის საჭიროებას შეგვახსენებს. საზოგადოებამ მოსალოდნელი ინციდენტების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მე ვავალებ მთავრობას, რომ სიფხიზლე შევინარჩუნოთ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე." 2005 წელს მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რომლებმაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.
XS
SM
MD
LG