Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანის ბან კი-მუნისა


გაეროს გენერალური მდივანის ბან კი-მუნისა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

გაეროს გენერალური მდივანის ბან კი-მუნისა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მათი საუბრის ზუსტი დეტალები უცნობია. თუმცა, ვრცელდება ცნობა, რომ საუბარი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს შეეხებოდა. ოდნავ მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ბან კი-მუნსა და მის მეუღლეს რესტორან "კოპალაში" უმასპინძლა. ვახშამზე მიწვეული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი საქართველოს 29 ივნისს, საღამოს მოულოდნელად ეწვია. გენერალური მდივნის სტატუსით ეს მისი პირველი ვიზიტია. გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში ავღანეთიდან ჩავიდა, სადაც მისი ვიზიტი ასევე მოულოდნელი იყო. ბან კი-მუნი საქართველოს 30 ივნისს დატოვებს.

XS
SM
MD
LG