Accessibility links

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ერაყში


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ერაყში მოკლულია 26 მეამბოხე, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ერაყში მოკლულია 26 მეამბოხე, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ
"ირანის ტერორისტულ ქსელთან". კოალიციის სამხედროებმა ოპერაცია 30 ივნისს, დილით განახორციელეს. მათ სამიზნეს წარმოადგენდა "საიდუმლო ქსელის" კუთვნილი 4 ავტომანქანა. სავარაუდოდ, ეს ქსელი ჩართულია ირანიდან შემოტანილი იარაღით ერაყელი მებრძოლების მომარაგების პროცესში. ოპერაციის შედეგად დაკავებულია 17 მეამბოხე. ვრცელდება ცნობა, რომ ერაყის პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის თქმით, ოპერაციის შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც. მოკლულია 8 ადამიანი.
XS
SM
MD
LG