Accessibility links

ვრცელდება ცნობა, რომ ათობით მშვიდობიანი


ვრცელდება ცნობა, რომ ათობით მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა ამერიკული კოალიციისა და ნატოს

ვრცელდება ცნობა, რომ ათობით მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა ამერიკული კოალიციისა და ნატოს
ეგიდით მოქმედი შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმების შედეგად, რომლებიც თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციებმა 65 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. მოკლულია ასევე 35 მეამბოხე. ავღანეთში მოქმედი ნატოს სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენელმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი გაცილებით მცირეა. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე დღის წინ გამოხატა სასტიკი უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ამერიკული კოალიციისა და ნატოს სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში, ოპერაციების განხორციელებისას, სათანადო სიფრთხილეს არ იჩენს. მან თქვა, რომ ავღანელი ხალხი ამას ვეღარ მოითმენს.
XS
SM
MD
LG