Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაითს ვოჩი" მოუწოდებს სომხეთის


"ჰიუმან რაითს ვოჩი" მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს არ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში

"ჰიუმან რაითს ვოჩი" მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს არ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში
უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაუწყებლობის შეზღუდვას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, უცხოურ მედიას ხელი ვეღარ მიუწვდება რიგ სამაუწყებლო სიხშირეებზე, ხოლო დიდი ჯარიმა დაწესდება საზღვარგარეთ მომზადებული პროგრამების რეტრანსლაციის შემთხვევაში. სომხეთის პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუკი პროექტი დაკანონდა, ეს სომხეთში "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის შეწყვეტასაც გამოიწვევს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია შიშობს, რომ ყოველივე ეს "აშკარად შეზღუდავს ქვეყანაში თავისუფალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას", დარტყმას მიაყენებს "რადიო თავისუფლებას" და საერთოდ - მედიის თავისუფლებას. "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის ჯეფრი გედმინის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის დაკანონება შესაძლოა "სახიფათო პრეცედენტად იქცეს საზოგადოებრივი მედიისთვის ყოფილ საბჭოთა ყველა ქვეყანაში". გედმინი იმედოვნებს, რომ სომხეთის პარლამენტის დეპუტატები გადახედავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ არაკორექტული კანონპროექტის მიმართ. სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში პროექტის მეორე, ბოლო, მოსმენა ორშაბათს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG