Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტმა ვერ დაამტკიცა კანონპროექტი


სომხეთის პარლამენტმა ვერ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მკაცრ შუზღუდვებს დაუწესებდა უცხოურ მაუწყებლებს,

სომხეთის პარლამენტმა ვერ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მკაცრ შუზღუდვებს დაუწესებდა უცხოურ მაუწყებლებს,
მათს შორის ჩვენს რადიოს. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით პარასკევს მიიღეს, აკრძალავდა უცხოური მაუწყებლობის რეტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს სიხშირეებზე, გარდა ამისა, გააძვირებდა რეტრანსლაციას კერძო სადგურების მიერ.
პარლამენტმა კანონპროექტი ვერ დაამკტიცა მეორე, ბოლო მოსმენით, რადგან დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სომხეთში აშშ-ის საელჩოს პრეს-მდივანმა ტომ მიტნაქტმა კმაყოფილება გამოთქვა კანონპროექტის ჩავარდნის გამო. [მიტნაქტის ხმა] “გვიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ახლა მეტი დრო ეძლევა სომეხ პარლამენტარებთან ამ საკითხის გასარკვევად. კმაყოფილი ვართ შინაარსიანი და აქტიური დიალოგით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა. ძალიან გვიხარია, რომ რადიო "თავისუფლება" შეძლებს მაუწყებლობის გაგრძელებას”.
XS
SM
MD
LG