Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი გვატემალას ეწვია.


რუსეთის პრეზიდენტი გვატემალას ეწვია.

რუსეთის პრეზიდენტი გვატემალას ეწვია.
პუტინის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ერთი დღით ადრე, ვიდრე სწორედ გვატემალაში გაიმართება ცერემონია, რომელზეც გაირკვევა, ვინ უმასპინძლებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მასპინძლობის ფინალისტი კანდიდატები არიან სოჭი, ზალცბურგი და ფიონჩანგი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგს. გუატემალაში არიან ჩასული აგრეთვე ავსტრიის კანცლერი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რათა მხარი დაუჭირონ სასურველ კანდიდატებს - მათი ქვეყნების ქალაქებს ზალცბურგსა და ფიონჩანგს.
XS
SM
MD
LG