Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიციის ცნობით, დანაღმული ავტომანქანის


ერაყის პოლიციის ცნობით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ბაღდადში

ერაყის პოლიციის ცნობით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ბაღდადში
უმეტესწილად შიიტებით დასახლებული უბნის ერთ-ერთ ბაზართან 18 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. პოლიციისა და მედპერსონალის ინფორმაციით, მანქანა აფეთქდა ალ-შააბის უბანში საღამო ხანს, როცა ბევრი ერაყელი იყო გასული აგრეთ საყიდლებზე. დღესვე ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ქირქუქში, სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრადანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ორშაბათს მეამბოხეებმა ბაღდადის სამხრეთით ჩამოაგდეს ამერიკული შვეულმფრენი. ამასთან, ორივე ამერიკელი მფრინავი გადარჩა.
XS
SM
MD
LG