Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია აწარმოებს ლონდონსა და შოტლანდიაში


პოლიცია აწარმოებს ლონდონსა და შოტლანდიაში აფეთქებათა მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვას.

პოლიცია აწარმოებს ლონდონსა და შოტლანდიაში აფეთქებათა მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვას.
ლაპარაკია 8 ეჭვმიტანილზე, რომელთაგან, სულ ცოტა, სამი ექიმია. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ჯონ ჰოუვარდის განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი - ინდოელი ექიმი - დააკავეს აეროპრტში, როცა ის ორშაბათს საღამოს მალაიზიაში გამგზავრებას ცდილობდა. [ჰოუარდის ხმა] “ის არ დაუპატიმრებიათ, არც ბრალდებები წაუყენებიათ მისთვის. მიმდინარეობს მისი ჩვეულებრივი დაკითხვა პოლიციის მიერ”. ავსტრალიის პოლიცია აწარმოებს ბრიტანეთში აფეთქებების მოწყობის მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ექიმის დაკითხვას. ბრიტანეთში ამასობაში პოლიციამ, სულ ცოტა, ორი კონტროლირებული აფეთქება მოაწყო. ერთ შემთხვევაში ააფეთქა ავტომანქანა გლაზგოში, იქ აფეთქების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. პოლიციამ ვერ აღმოაჩინა რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტომანქანაში - აფეთქება საფრთხისგან თავის დასაზღვევად მოეწყო.
XS
SM
MD
LG