Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებისთვის


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენა
ზეიმით აღნიშნეს რეგიონში 1 ივლისს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სწორედ სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვდნენ. იუწყებიან ასევე, რომ ბათუმში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კოფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ სამხრეთი ოსეთი საქართველოს ნაწილია და ევროპაში სწორედ საქართველოსთან ერთად უნდა შევიდეს. სანაკოევმა
ევროკავშირს მიმართა მოწოდებით, უფრო აქტიური როლი შეასრულოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისი სიტყვებით, თბილისსა და ოს სეპარატისტებს შორის კონფლიქტის მოგვარების გასაღები "არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც ძევს".
XS
SM
MD
LG