Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წარმოუდგენლად კარგია – იყო თავისუფალი"


"წარმოუდგენლად კარგია – იყო თავისუფალი" – ამბობს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რეპორტიორი ალან ჯონსტონი,

"წარმოუდგენლად კარგია – იყო თავისუფალი" – ამბობს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რეპორტიორი ალან ჯონსტონი,
რომელიც ღაზის სექტორში დაახლოებით 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ, დღეს გაათავისუფლეს. 4 ივლისს ის დილით ისლამისტმა გამტაცებლებმა "ჰამასის" ოფიციალურ პირებს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადასცეს. ტყვეობაში გატარებულ 114 დღეს ჯონსტონი თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელ ეპიზოდად მიიჩნევს: (ჯონსტონის ხმა) "ბოლო 16 კვირა ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო, შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ. თითქოს ცოცხლად დამმარხეს და ცხოვრებიდან ამომშალეს – ასეთი შეგრძნება მქონდა. ხშირად მაშინებდნენ. სახიფათო, შეურაცხადი ხალხის ხელში ვიყავი. არ ვიცოდი, როდის დავაღწევდი მათ თავს." "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ლიდერის, ხალედ მეშაალის განცხადებით, პალესტინელები შეწუხებული არიან ჟურნალისტის გატაცების გამო. ალან ჯონსტონი ერთადერთი დასავლელი კორესპონდენტი იყო, რომელიც ღაზის სექტორში სრული დატვირთვით მუშაობდა. ჟურნალისტის დაკარგვის შესახებ 12 მარტს გახდა ცნობილი, როდესაც მისი ავტომანქანა მიტოვებული იპოვეს. ოდნავ მოგვიანებით, გატაცებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ნაკლებად ცნობილი შეიარაღებული დაჯგუფების - "ისლამის არმიის" წევრებმა.
XS
SM
MD
LG