Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის თქმით


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის თქმით, მთავრობა აპირებს გაამკაცროს მიგრანტი სპეციალისტების

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის თქმით, მთავრობა აპირებს გაამკაცროს მიგრანტი სპეციალისტების
ბიოგრაფიის გამოკვლევის პროცესი და გადახედოს ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებში მათი დასაქმების საკითხს. ასეთი განცხადება ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დღეს, პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. უცხოელ სპეციალისტებთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აღმოჩნდა, რომ ლონდონსა და გლაზგოში დაგეგმილ, წარუმატებელ ტერაქტებთან დაკავშირებით დაკავებული 8 ეჭვმიტანილიდან უმეტესობა სწორედ უცხოელი სპეციალისტი იყო. ბრიტანეთში დასაქმებული ექიმების დაახლოებით 40 პროცენტი ან უცხოელია, ანდა განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული.
XS
SM
MD
LG