Accessibility links

logo-print

რუსეთი იმ შემთხვევაში იტყვის უარს


რუსეთი იმ შემთხვევაში იტყვის უარს სარაკეტო შეიარაღების განთავსებაზე კალინინგრადის ოლქში, თუკი

რუსეთი იმ შემთხვევაში იტყვის უარს სარაკეტო შეიარაღების განთავსებაზე კალინინგრადის ოლქში, თუკი
ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმირ პუტინის წინადადებას მიიღებს. ამის შესახებ 4 ივლისს განცხადება გააკეთა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე, რომელსაც მოსკოვი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების ვაშინგტონისეული გეგმის ალტერნატივად თვლის. 2 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებთან ერთობლივი თანამშრომლობის არეალად, აზერბაიჯანის გარდა, სამხრეთ რუსეთი დაასახელა. იქ გაშვებული რაკეტების აღმომჩენი სადგური შენდება.
XS
SM
MD
LG