Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია


კიევში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს.

კიევში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს.
მასში ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის 56 წევრი სახელმწიფოს 300 წარმომადგენელი მონაწილეობს. ოთხდღიან შეხვედრაზე იმსჯელებენ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე, არჩევნების ნორმებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ეუთოს მოუწოდა გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში ნაბიჯები გადადგას. კიევში საქართველოს პარამნეტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას მოელის ის ამ შეხვედრისგან კონფლიქტების სფეროში თქვა:
(ბურჯანაძის ხმა)
“გულწრფელად რომ გითხრათ, რაღაც რადიკალურს და გარღვევის მომტანს ამ ასამბლეაზე არ მოველი, რადგან ჩვენ არარეთხელ, წლების განმავლობაში განვიხილავდით გაყინულ კონფლიქტებს ასამბლეაზე და სამწუხაროდ, არ ხერხდებდა იმ შეთანხმებების განხორციელება, რომლებსაც თავის დროზე ვაღწევდით”.
XS
SM
MD
LG