Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ივლისს, ლონდონში სასამართლოს წინაშე


7 ივლისს, ლონდონში სასამართლოს წინაშე წარსდგა ექიმი ბილალ აბდულა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმ 8-დან,

7 ივლისს, ლონდონში სასამართლოს წინაშე წარსდგა ექიმი ბილალ აბდულა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმ 8-დან,
რომლებსაც 29-30 ივნისს ლონდონსა და გლაზგოში დაგეგმილი წარუმატებელი ტერაქტების ორგანიზებაში ედებათ ბრალი. ერაყის მოქალაქე, ბრიტანეთში დაბადებული 27 წლის ექიმი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, თანამზრახველებთან ერთად, 30 ივნისს დანაღმული ავტომობილით გლაზგოს აეროპორტის ტერმინალის აფეთქებას ცდილობდა. დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და ლონდონის მერმა გვირგვინებით შეამკეს მეტროს სადგური კინგ-კროსი, სადაც ზუსტად 2 წლის წინ, ტერორისტული აქტის შედეგად, 52 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG