Accessibility links

logo-print

აშშ-ის კოალიციის სამხედრო ძალების ინფორმაციით


აშშ-ის კოალიციის სამხედრო ძალების ინფორმაციით, პარასკევს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სულ ცოტა, 30 თალიბი მებრძოლი მოკლეს

აშშ-ის კოალიციის სამხედრო ძალების ინფორმაციით, პარასკევს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სულ ცოტა, 30 თალიბი მებრძოლი მოკლეს
სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთის ფარას პროვინციაში. როგორც იუწყებიან, ოპერაცია საპასუხო იყო მას შემდეგ, რაც მეამბოხეები ავღანეთის პოლიციასა და სამხედროებს ჩაუსაფრდნენ. კოალიციის სამხედრო ძალები არ ფლობენ ინფორმაციას მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლის შესახებ. თუმცა ავღანეთის ხელისუფლება უკვე შეუდგა ცნობის გადამოწმებას, რომლის მიხედვითაც, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი დიდია ფარასა და აღმოსავლეთ კუნარის პროვინციებში. 5-6 ივლისს იქ ნატოს ეგიდით მოქმედი სამხედრო ძალები მასშტაბურ ოპერაციებს ატარებდნენ.
XS
SM
MD
LG