Accessibility links

logo-print

მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები


მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აპროტესტებენ ავღანელი ჟურნალისტების დაჭერას და

მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აპროტესტებენ ავღანელი ჟურნალისტების დაჭერას და
მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილობრივი ჟურნალის რედაქტორი მოჰამად ასიფ ნანგი 1 ივლისს დააკავეს, ხოლო ვებ-გვერდის, "ქაბულპრესის", რედაქტორი კამრან მირ ჰაზარი – 4 ივლისს. ორივე ჟურნალისტი მთავრობას აკრიტიკებდა და, როგორც მიიჩნევენ, მათი დაკავების მიზეზიც სწორედ ეს არის. პარიზში მოქმედი ჯგუფი "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ჟურნალისტების დაკავებას არაკანონიერს უწოდებს და სვამს კითხვას – რატომ არ წაუყენეს დაკავებულებს ბრალი.
XS
SM
MD
LG