Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ცნობით, დღეს ჩრდილოეთ ერაყში


პოლიციის ცნობით, დღეს ჩრდილოეთ ერაყში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას, სულ ცოტა, 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,

პოლიციის ცნობით, დღეს ჩრდილოეთ ერაყში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას, სულ ცოტა, 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,
ხოლო კიდევ დაახლოებით 250 ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი პატარა ქალაქ ამირლის ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. შედეგად, დაინგრა შენობები, დაიწვა ავტომანქანები. ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი. დაშავებულები გადაიყვანეს მეზობელ ქალაქ ტუზ ხურმატოში. ქალაქი ამირლი ბაღდადიდან 165 კილომეტრით არის დაშორებული.
XS
SM
MD
LG