Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
შეიარაღებულმა ძალებმა, გავრცელებული ცნობით, სოფელ ავნევთან განთავსებულ ქართულ საგუშაგოზე თავდასხმა სცადეს. ინციდენტი ამჟამად ამოწურულია. კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს ვითარების გამწვავების გამო ქართული მხარე რუს ცისფერჩაფხუტიანებს და მათ სარდალს მარატ კულახმეტოვს ადანაშაულებს. სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის რეგიონის სოფელ ავნევიდან სოფელ ხოდის მიმართულებით საქართველოს სპეცსამსახურების ძალები მძიმე ტექნიკით გადაადგილდებიან.
XS
SM
MD
LG