Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 4 დღის წინ დაჭერილი


ავღანეთში 4 დღის წინ დაჭერილი ჟურნალისტი მირ ჰაზარი გაათავისუფლეს.

ავღანეთში 4 დღის წინ დაჭერილი ჟურნალისტი მირ ჰაზარი გაათავისუფლეს.
ხელისუფლება არ ახმაურებს, თუ რაში ედება ბრალი ეჭვმიტანილ ჟურნალისტს. ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ იმის შესახებ, რომ მირ ჰაზარი გირაოს წესით გაათავისუფლეს და რომ მისი საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა. მეორე ჟურნალისტი, მოჰამად ნასიფ ნანგი, რომელიც 1 ივლისს დააკავეს, კვლავაც ციხეში რჩება. მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები კატეგორიულად მოითხოვდნენ დაკავებული ავღანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას. ჟურნალისტები ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობით გამოირჩეოდნენ. მათი დაკავების მიზეზად სწორედ ეს მიიჩნევა.
XS
SM
MD
LG