Accessibility links

logo-print

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ისლამაბადში, წითელ


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ისლამაბადში, წითელ მეჩეთში გამაგრებულ რადიკალ მუსლიმანებს შორის

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ისლამაბადში, წითელ მეჩეთში გამაგრებულ რადიკალ მუსლიმანებს შორის
უცხოელი ისლამისტი მებრძოლებიც არიან. ქვეყნის მინისტრის რელიგიის საკითხებში იჯაზ-ულ ჰაყის თქმით, ბრძოლაში ჩართულია დაახლოებით 250 ამბოხებული. რადიკალი მუსლიმანების სულიერი ლიდერი, ასევე წითელ მეჩეთში მყოფი რაშიდ ღაზნი ამბობს, რომ ის და მისი მიმდევრები დანებებას არ აპირებენ და, თუკი არჩევანის წინაშე დადგებიან, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ამჯობინებენ. აბდულ რაშიდ ღაზნისთან ინტერვიუ დღეს პაკისტანის პრესაში გამოჩნდა. ის იმედოვნებს, რომ წითელ მეჩეთში გამაგრებული მისი წამებული მიმდევრების მაგალითი პაკისტანში რევოლუციას გამოიწვევს. ღაზნი და მისი ასობით მიმდევარი ისლამაბადში, წითელ მეჩეთს, უკვე მე-6 დღეა აფარებენ თავს. მეჩეთი ადგილობრივი პოლიციისა და სამხედროების ალყაშია. დაპირისპირებამ უკვე შეიწირა, სულ ცოტა, 21 ადამიანის სიცოცხლე. დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პაკისტანის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი დაიღუპა. 7 ივლისს პაკისტანის პრეზიდენტმა ულტიმატუმი წაუყენა მეჩეთში გამაგრებულ რადიკალ ახალგაზრდებს. პერვეზ მუშარაფის თქმით, თუკი ამბოხებულები დანებებაზე უარს იტყვიან, მათ სიკვდილი დაემუქრებათ. გავრცელებული ცნობით, ამბოხებული ახალგაზრდები ქვეყანაში შარიათის კანონის ამოქმედებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG