Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე
დღეს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა - მეოთხე ბოლო ორი წლის მანძილზე - ანუ მას შემდეგ, რაც ანქვაბი პრემიერის პოსტზე დაინიშნა. დღეს დილით, გუდაუთის მახლობლად ანქვაბის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ნაღმსატყორცნიდან. სოხუმის მთავრობის თავმჯდომარე მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფოში აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ იგი შინ გაუშვეს. მიმდინარეობს გამოძიება. ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები ე.წ. "შავ ხვრელებში" თითქმის ყოველდღე ხდება. "საქართველო მიიჩნევს, რომ ევროპაში ასეთი შავი ხვრელები არ უნდა არსებობდეს. აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს, რათა ადგილი არ ჰქონდეს ტერორისტულ მოქმედებებს" - აღნიშნა ბეჟუაშვილმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივაილო კალფინთან შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG