Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,
გაეროს უშიშროების საბჭოში ვერ გავა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებული ისეთი რეზოლუცია, რომელსაც ორივე მხარე - ბელგრადიც და პრიშტინაც - არ დაუჭერს მხარს. ამ შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. [სერგეი ლავროვის ხმა] "ჩვენი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. იგი ემყარება ცხოვრებას, საერთაშორისო სამართალს; ის არ არის ნაკარნახევი რაიმე ყურით მოთრეული, ხელოვნური სქემებით. კოსოვოს საკითხზე ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეში ჩართული ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. სხვაგვარი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოში ვერ გავა." აშშ-მა და უშიშროების საბჭოს ევროპელმა წევრებმა შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმადაც ოთხი თვით გადაიდება კოსოვოსთვის ეტაპობრივი დამოუკიდებლობის მინიჭების პროცესის დაწყება. დღეს გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ უბრუნდება კოსოვოს საკითხის განხილვას. კოსოვოს თემას შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ივაილო კალფინთან შეხვედრის შემდეგ. ბეჟუაშვილის თქმით, კოსოვოს მაგალითი უნიკალურია და სხვა სახელმწიფოში ან რეგიონში მისი გამოყენება საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს. მინისტრის აზრით, რუსეთი შეცდომას უშვებს, როცა ცდილობს, პარალელი გაავლოს კოსოვოსა და აფხაზეთის კონფლიქტებს შორის.
XS
SM
MD
LG