Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებული ცნობების თანახმად, ისლამაბადის წითელ


მიღებული ცნობების თანახმად, ისლამაბადის წითელ მეჩეთში გამაგრებული

მიღებული ცნობების თანახმად, ისლამაბადის წითელ მეჩეთში გამაგრებული
რადიკალი მუსლიმანების სულიერი ლიდერი აბდულ რაშიდ ღაზი დათანხმდა, მოლაპარაკება გამართოს პაკისტანის მთავრობის წევრებთან. პრემიერ-მინისტრი შაუქათ აზიზი, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი წინამორბედი ჩონდრი სუჯაათ ჰუსეინი და მაღალი რანგის ექვსი სახელმწიფო მოხელე შეეცდებიან, აბდულ რაშიდ ღაზი დანებებაზე დაიყოლიონ და იგი მეჩეთში მყოფი ბავშვებისა და ქალების გათავისუფლებაზე დაითანხმონ. დღეს დილით მცირე ხნით განახლდა სროლა მეჩეთში გამაგრებულ ისლამისტ რადიკალებსა და პაკისტანის უშიშროების ძალების მოსამსახურეებს შორის. ღაზი და მისი ასობით მიმდევარი ისლამაბადის წითელ მეჩეთს უკვე მეშვიდე დღეა, აფარებენ თავს. მეჩეთი ადგილობრივი პოლიციისა და სამხედროების ალყაშია. დაპირისპირებამ, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG