Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო პროცესზე


დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო პროცესზე სამი პირი დამნაშავედ სცნეს

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო პროცესზე სამი პირი დამნაშავედ სცნეს
ორი წლის წინ, ტერაქტების მოწყობის მცდელობაში. მუხტარ საიდ იბრაჰიმი, იასინ ომარი და რამზი მოჰამედი სასამართლომ მკვლელობის მიზნით შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა. კიდევ სამი განსასჯელის საქმეში საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებიათ. სასამართლოს დასკვნით, ხსენებული პირები აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ ლონდონში, 2005 წლის ივლისში - იქვე მომხდარი სისხლიანი ტერორისტული აქტებიდან ორი კვირის შემდეგ - მაგრამ მათ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ უმტყუნა.
XS
SM
MD
LG