Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პარტიზანული ომის ვეტერანები აცხადებენ


კოსოვოს პარტიზანული ომის ვეტერანები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელში კვლავ აიღონ იარაღი,

კოსოვოს პარტიზანული ომის ვეტერანები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელში კვლავ აიღონ იარაღი,
თუ მათს პროვინციას სერბიისგან სრული დამოუკიდებლობა არ მიენიჭა. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს რადიო "თავისუფლებისთვის" მოცემულ ინტერვიუში კოსოვოს გათავისუფლების არმიის ვეტერანთა ლიდერმა ფაიკ ფაზლიუმ: [ფაიკ ფაზლიუს ხმა] "თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ მიენიჭა, ჩვენ იძულებული გავხდებით, ვიმოქმედოთ, როგორც კოსოვოს გათავისუფლების არმიის ჯარისკაცებმა. ჩვენ ჩვენი თავისუფლებისა და კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით." კოსოვოელ სერბთა ლიდერმა გორან ბოგდანოვიჩმა - ასევე ჩვენს რადიოსთან საუბრისას - თქვა, რომ კოსოვოს გათავისუფლების არმიის გაფრთხილების უგულებელყოფა სწორი არ იქნებოდა.
XS
SM
MD
LG