Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გადაწყვიტა


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გადაწყვიტა, განაახლოს სამეთვალყურეო მისია

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გადაწყვიტა, განაახლოს სამეთვალყურეო მისია
ჩრდილოეთ კორეაში. სააგენტოს ხელმძღვანელის მოჰამედ ბარადეის თქმით, გაეროს ატომური უწყების მმართველთა საბჭომ ვენაში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, კსდრ-ში გაგზავნოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორის დახურვის პროცესის მეთვალყურეობა დაევალება. ბარადეიმ დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ექსპერტთა გამგზავრების თარიღი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაუგზავნის მათ ოფიციალურ მიწვევას ფხენიანი. ჩრდილოეთი კორეა დათანხმდა, დახუროს იონგბიონის ბირთვული კომპლექსი - მისთვის საწვავი ნავთობის მიწოდების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG