Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჯარისკაცებმა ბოლო დამცველებისაგან გაწმინდეს


პაკისტანში ჯარისკაცებმა ბოლო დამცველებისაგან გაწმინდეს ისლამაბადში მდებარე წითელი მეჩეთის კომპლექსი.

პაკისტანში ჯარისკაცებმა ბოლო დამცველებისაგან გაწმინდეს ისლამაბადში მდებარე წითელი მეჩეთის კომპლექსი.
არმიის ინფორმაციით, მიაკვლიეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 73 ადამიანის გვამებს. სამხედრო პრეს-მდივან უაჰიდ არშადის თქმით, დაღუპულებს შორის არ არიან ქალები და ბავშვები, თუმცა 8 გვამი დამწვარია და მათი ამოცნობა ვერ შეძლეს. ამავე წყაროს ცნობით, გრძელდება ნაღმებისა და სხვა იარაღის ძებნა მეჩეთში. ოფიციალური პირების მიერ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლებმა 80-ზე მეტი ადამიანის, უმეტესწილად ექსტრემისტების სიცოცხლე შეიწირა. მეჩეთზე იერიშის შესახებ ბრძანება პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გასცა მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მეჩეთში გამაგრებული ძალების ლიდერ აბდულ რაშიდ ღაზისთან.
XS
SM
MD
LG