Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ივლისს პეკინში განახლდება ექვსი


18 ივლისს პეკინში განახლდება ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებების პროცესი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული

18 ივლისს პეკინში განახლდება ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებების პროცესი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული
პროგრამის შეწყვეტის თაობაზე. ასეთი განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების პრესმდივანმა ძინ განმა დღეს, პეკინში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყნები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ: (განის ხმა) "ექვსმხრივი მოლაპარაკებების მე-6 რაუნდისთვის დელეგაციების ხელმძღვანელები პეკინში 18-19 ივლისს შეიკრიბებიან. შეხვედრაზე განიხილება საწყისი ნაბიჯების გადადგმის პროცესი და სამომავლო თანმიმდევრულ მოქმედებათა გეგმა." განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთ კორეას ნავთობი მიაწოდა. ჩრდილოეთი კორეა ქვეყნის მთავარი ატომური რეაქტორის დახურვას ენერგომატარებლების მიღებისა და პოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ დათანხმდა.
XS
SM
MD
LG