Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აგვისტოში ის


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აგვისტოში ის ახლო აღმოსავლეთში წარგზავნის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აგვისტოში ის ახლო აღმოსავლეთში წარგზავნის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და
თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტს, რათა მათ ერაყისთვის უფრო მეტ დახმარებას მოუყარონ თავი. ჯორჯ ბუშმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც თეთრი სახლის მიერ შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას უკავშირდებოდა. ანგარიში ერაყის მთავრობის მიღწევებს აფასებს. 12 ივლისს ჯორჯ ბუშმა გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატები ერაყში გამარჯვებას შეძლებს: (ბუშის ხმა) "რეალური კამათი ერაყის გარშემო მიმდინარეობს მათ შორის, ვინც თვლის, რომ ბრძოლა წაგებულია ან ამ ფასად არ ღირს და მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ბრძოლის მოგება შეიძლება და, მძიმე ბრძოლის მიუხედავად, წაგების საფასური გაცილებით მაღალი იქნება. მე მჯერა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ერაყში და ვიცი, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ."
XS
SM
MD
LG