Accessibility links

logo-print

ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და


ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის არაერთმა ქვეყანამ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ

ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის არაერთმა ქვეყანამ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ
რუსეთმა შეაჩერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება. სპეციალური დადგენილება, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი 14 ივლისს მოაწერა, ძალაში შევა 150 დღის შემდეგ. 14 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლის ნაბიჯი უკავშირდება ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი თქმით, ალიანსი არ ითვალისწინებს შეთანხმებას ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და "ახალ საფრთხეს უქმნის რუსეთს". ნატოს პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ რუსეთის გადაწყვეტილებას "გამაწბილებელი" უწოდა და "უკან გადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა. მისი განცხადებით, ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება მეტად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთოებისთვის და სტაბილურობისთვის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ხელს არ აძლევს 1990 წელს მიღებული და 1999 წელს განახლებული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება; რადგანაც დოკუმენტი მკაცრად ზღუდავს ეგრეთ წოდებულ "ფლანგურ ზონებში" შეტანილი სამხედრო ტექნიკის რაოდენობას. რუსეთის შემთხვევაში ასეთი ზონებია ჩრდილოეთი კავკასია, პსკოვი და კალინინგრადის ოლქი. ამიტომ, ექსპერტთა აზრით, რუსეთის მიერ ხელშეკრულების შეჩერება საქართველოსთვის სასურველი არ არის.
XS
SM
MD
LG