Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შონ მაკკორმაკის


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შონ მაკკორმაკის განცხადებით, ჩრდილოეთმა კორეამ ინფორმაცია მიაწოდა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შონ მაკკორმაკის განცხადებით, ჩრდილოეთმა კორეამ ინფორმაცია მიაწოდა
ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ატომური რეაქტორი დახურა. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ფხენიანში ჩავიდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის მიზანი ქვეყნის მთავარი ატომური რეაქტორის დახურვის პროცესის გაკონტროლება იყო. რეაქტორი ფხენიანიდან 100 კილომეტრით არის დაშორებული. ჩრდილოეთი კორეა ატომური პროგრამის შეწყვეტას ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ დათანხმდა. შეთანხმების ფარგლებში დღეს ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეიდან ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ჩავიდა. ფხენიანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები 18 ივლისს, პეკინში უნდა განახლდეს.

XS
SM
MD
LG