Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, აშშ და ევროპის რამდენიმე


ნატო, აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩეხეთი და უკრაინა, გაწბილებას გამოთქვამენ

ნატო, აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩეხეთი და უკრაინა, გაწბილებას გამოთქვამენ
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების გამო, შეჩერდეს რუსეთის მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში. კრემლმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებს ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიაკმა ამ ნაბიჯის მიზეზებად მოიყვანა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ნატოსვე მიერ - ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა.
XS
SM
MD
LG